ვაკანსიები

თბილისის სატრანსპორტო კომპანია აცხადებს ვაკანსიას თბილისის მუნიციპალური ავტობუსის მძღოლის პოზიციაზე

კომპანია ორიენტირებულია მრავალფეროვანი სამუშაო გარემოს შექმნაზე, სადაც ყველა თანამშრომელს - განურჩევლად ასაკის, სქესის, ეთნიკური თუ რელიგიური კუთვნილებისა - ექნება საკუთარი პოტენციალის მაქსიმალურად წარმოჩენისა და განვითარების თანაბარი შესაძლებლობა.
ვაკანსიის შესახებ: 
ფუნქცია-მოვალეობები:

•    მძღოლის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს საქალაქო მარშრუტზე „საწარმოს“ კუთვნილი ავტობუსებით მგზავრთა უსაფრთხო და შეუფერხებელი გადაყვანა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
•    მძღოლის ვაკანტურ პოზიციაზე მიიღება საქართველოს მოქალაქე ქმედუნარიანი პირი,რომლიც ფლობს საქართველოს ტერიტორიაზე იურიდიული ძალის მქონე (D) კატეგორიის მართვის მოწმობას და არ აქვს აღნიშნული კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება შეჩერებული, შეწყვეტილი ან ჩამორთმეული.
•    უპირატესობა ენიჭება:  (E) კატეგორიას;  M2 და M3 კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებაზე მუშაობის გამოცდილებას.

უნარები/კომპეტენციები:
•    პასუხისმგებლობა დაკისრებული ვალდებულებების მიმართ;
•    სტრესულ სიტუაციაში სწრაფი რეაგირების უნარი;
•    სოციალურად გახსნილი და კოლეგიალური.

შერჩეულ კანდიდატებთან ჩატარდება გასაუბრება.დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე, მიმდინარე წლის 30 სექტემბრამდე ელექტრონულ მისამართზე: info@metro.ge; lmkheidze@metro.ge; echivadze@metro.ge და სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიისათვის“ ხელმისაწვდომი გახდება კომპანიაში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.