ვაკანსიები

კომპანია ორიენტირებულია მრავალფეროვანი სამუშაო გარემოს შექმნაზე, სადაც ყველა თანამშრომელს - განურჩევლად ასაკის, სქესის, ეთნიკური თუ რელიგიური კუთვნილებისა - ექნება საკუთარი პოტენციალის მაქსიმალურად წარმოჩენისა და განვითარების თანაბარი შესაძლებლობა.

ვაკანსიის შესახებ:

კომპანია აცხადებს ვაკანსიას შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ.თბილისი

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00

სახელფასო განაკვეთი: 1450 (დარიცხული);

ზოგადი განმარტება

 შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი მუშავებს TTC-ს  ხელმძღვანელობასთან ერთობლივად რათა წარმართოს და ზედამხედველობა გაუწიოს შრომისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოების პროგრამების, პროცედურების, მართვის გეგმების, მონიტორინგის და კონტროლის  დანერგვას და განხორციელებას. უზრუნველყოფს კომპანიის საქმიანობის შესაბამისობას საქართველოს კანონმდებლობასთან, არსებულ სტანდარტებთან, სამთავრობო მარეგულირებელი ორგანოების და საერთაშორისო დამფინანსებელი ორგანიზაციების მოთხოვნებთან და მითითებებთან.

ძირითადი ფუნქციები და პასუხისმგებლობის სფერო

  • შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევის პრევენციის მიზნით, შრომის უსაფრთხოების პოლიტიკის, პროცედურების და წესების დანერგვისა და განხორციელების მართვა.
  • შრომის უსაფრთხოების  პროცესების მართვა, დანერგვა და ზედამხედველობა რათა უზრუნველყოფილი იყოს პერსონალის მიერ, ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების შესახებ წესებისა და პროცედურების ცოდნა და შესრულება.
  • კომპანიის ობიექტებზე შრომის უსაფრთხოების პირობების შესახებ  პროგრამების დანერგვა რათა უზრუნველყოფილი იყოს შესაბამისი  კანონების, რეგულაციების, სტანდარტების და სამოქმედო მოთხოვნების შესრულება.
  • ყველა შესაბამისი შრომის უსაფრთხოების შესახებ არსებული საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, სტანდარტების და მოთხოვნების შესრულების მისაღწევად სახელმძღვანელო მითითებების გაცემა და მათზე ზედამხედველობა.
  • ინციდენტებისა და უბედური შემთხვევების პრევენციასთან/აღმოფხვრასთან დაკავშირებული პროცედურების დანერგვა და შესრულება, მათ შორის მონაწილეობა გამომწვევი მიზეზების ანალიზის, რისკების შეფასების, რეკომენდაციების შემუშავების და იდენტიფიცირებული ხარვეზის აღმოფხვრის პროცესში.
  • აუცილებლობის შემთხვევაში, შენობა-ნაგებობათა, ჩარხების, მანქანადანადგარების და სხვა მოწყობილობების ექსპერტიზის მოთხოვნა, მათი შემდგომი შესაძლო ექსპლუატაციის დადგენის მიზნით.
  • კომპანიის ობიექტებზე პერსონალის პერიოდული ინფორმირება რეგულაციებში შეტანილი ცვლილებების შესახებ, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ბიულეტენების, ტექნიკური ცვლილებების და ლიტერატურის გავრცელება.
  • შრომის უსაფრთხოების სფეროში ტრეინინგის დანერგვა და განხორციელება, პერსონალის ცალკეული წევრებისთვის და ბრიგადებისთვის ცოდნის გაზიარება აუცილებლობის მიხედვით.
  • კომპეტენციის ფარგლებში დასკვნების გაცემა ახალი და რეკოსტრუირებული ობიექტების შესაბმისობაზე შრომის ნორმატივების მოთხოვნებთან.
  • კომპეტენციის ფარგლებში სამსახურის ხელმძღვანელი პირების ცალკეული დავალებებისა და მითითებების შესრულება.

ცოდნა და უნარები

  •  შრომის უსაფრთხოების  პოლიტიკის, პროცედურების, პროცესების, კანონების და რეგულაციების ცოდნა.
  •  შრომის და საწარმოო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საქართველოს კანონების, რეგულაციების და მოთხოვნების  ცოდნა.
  • შრომის უსაფრთხოების  სფეროსთან დაკავშირებული კანონების, რეგულაციების და მოთხოვნების  გაფართოებული ცოდნა.
  • სიტყვიერი და წერილობითი კომუნიკაციის კარგი უნარები, ინგლისური ენის ფლობა (განსაკუთრებით წაკითხული ტექსტის გაგების მხრივ).
  • ლიდერობის უნარი. გავლენის, მოლაპარაკების და გუნდური მუშაობის გზით შედეგის მიღწევის უნარი.

გამოცდოლება და განათლება

  • ბაკალავრის ხარისხი საინჟინრო, ან პროექტების მართვის, ან შრომის უსაფრთხოების, მიმართულებით
  • სერტიფიკატი  შრომის უსაფრთხოების სფეროში .
  • აუცილებელია მინიმუმ  ერთი(1) წლის უშუალოდ შრომის უსაფრთხოების სფეროში დაკავშირებული სამუშაო გამოცდილება, სასურველია ინდუსტრიულ კომპანიაში.

 

ჩვენ გთავაზობთ:  პროფესიული ზრდის შესაძლებლობას;

შერჩეულ კანდიდატებთან ჩატარდება გასაუბრება.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე, მიმდინარე წლის 25 მარტამდე ელექტრონულ მისამართზე: info@metro.ge; lmkheidze@metro.ge;  echivadze@metro.ge და სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიისათვის“ ხელმისაწვდომი გახდება კომპანიაში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად